8667 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZZGD5RAN გამოქვეყნდა 10 სექ 6 ნახვა

ჯორჯიან ქარდი

ჯორჯიან ქარდი

პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით

ჯორჯიან ქარდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენლისთვის;

** პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.);

** პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;

მოთხოვნები:

** მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;

** საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);

** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;

** კლიენტების თავაზიანი მომსახურება/

უნარები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მომსახურების ხელშეკრულება პროექტის განმავლობაში (2-3 თვე);

** სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი;

** ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით;

** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;

** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯორჯიან ქარდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა