ადმინისტრატორი
საცხობების ქსელი “ანტრე”, რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში
ჩვენ ვეძებთ სარესტორნო სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს: ანტრე აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ადმინისტრატორის პოზიციაზე
საწყისი ანაზღაურება 3000 ლარი განაკვეთი: 8 საათი დღეში
ძირითადი მოვალეობები: - რესტორნის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ მართვის ყველა ეტაპში მონაწილეობა - სრული ოპერაციული ციკლის დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობა - გუნდის მართვაში მონაწილეობა - გაყიდვების ანალიზი
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ინგლისური ენის ცოდნა; - სარესტორნო საქმეში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა
უნარ-ჩვევები: - საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი; - კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები; - პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: - CV; - 3x4 ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.