Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

0C1XNR5Z Опубликовано 16 ноя Просмотров: 1

გაყიდვების სპეციალისტი

Buknari Hotel внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек

პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი "Buknari Hotel" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 103 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.

"Buknari Hotel"-ში გაყიდვების გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აღმასრულებელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი კლიენტების მოზიდვაზე, გაყიდვების შესაძლებლობების განვითარებასა და პარტნიორებთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

ეს პოზიცია საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს კარიერის განვითარება სასტუმრო ინდუსტრიის გაყიდვების მიმართულებით.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: [დასაზუსტებელია]

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური კორპორაციული კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება;
  • აქტიური გაყიდვების განხორციელება სატელეფონო, ელექტრონული და პირისპირ კომუნიკაციის გზით;
  • კორპორაციული, ჯგუფური და ღონისძიებების გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა და გაყიდვების პროცესის შემდგომი კოორდინაცია;
  • გაყიდვების მონაცემებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის აღრიცხვა;
  • ინდივიდუალური გაყიდვების მიზნების შესრულება;
  • გაყიდვების მენეჯერთან და სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების ან მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების გამოცდილება;
  • Opera PMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასტუმრო ან ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პროაქტიულობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები.

რას გთავაზობთ

  • სასტუმრო ინდუსტრიის გაყიდვების მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას;
  • დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთაღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно