ტექნიკოსი
Опубликовано 18 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 17 дек
"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" / პროექტი: "ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- განაკვეთი: სრული.
ძირითადი მოვალეობები
- საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
- საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება;
- საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება;
- ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები
- ტექნიკური განათლება;
- ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია);
- ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას;
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV არა უგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!