ბუღალტერ-ოპერატორი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა) სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქციები:
** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში "ბალანსი"; ** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი; ** კონტრაქტების მიხედვით დავალიანებების და მათი დაფარვის მონიტორინგი; ** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და დოკუმენტირება; ** დოკუმენტაციის დაარქივირება; ** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის ან/და საგადასახადო შემოწმების დროს; ** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო მოთხოვნა- ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის უნარები — ბანკებთან, კონტრაქტორებთან და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის; ** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა
რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bliadze@hotmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 სექტემბრისა.