8005 активных вакансий
← Все вакансии

5PCSCN0V Опубликовано 25 авг 4 просмотров

უნივერსალური მზარეული

Best Western Plus Batumi via jobs.ge
Батуми Полная занятость Общепит / рестораны
По договорённости Приём откликов до

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალური მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად; ** საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება; ** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება; ** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; ** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი; ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

Пожаловаться

О работодателе
Best Western Plus Batumi
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно