ადმინისტრატორი - Bild A Bear-ის სახელოსნო
Опубликовано 18 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 18 дек
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში.
ლოკაცია: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "გალერია"
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
- სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
- პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერეა თბილისი)
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!