ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა: - გასაყიდი პროდუქციის შესწავლა; - მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება; - პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით. - პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია; - უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფკაციო მოთხოვნები: - სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; - სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. - ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!