7980 активных вакансий
← Все вакансии

8B602YWC Опубликовано 25 авг 10 просмотров

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

აგროტექნო via jobs.ge
Тбилиси Полная занятость Логистика / водители
По договорённости Приём откликов до

შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

აგროტექნო მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს! https://at.com.ge/ https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE https://ge.linkedin.com/company/agrotechno

კომპანიის განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15კმ) სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00 - 18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება და ბაზის პერიოდული განახლება; ** საფასო შეთავაზებების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი და საუკეთესო პირობების მიღება (ფასი, ფასდაკლება, გადახდის ვადები) ** მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მათი ეფექტურობის (KPI) რეგულარული შეფასება; ** კომპანიის შიდა დეპარტამენტებიდან შესული განცხადების მიღება, პრიორიტეტიზაცია და დამუშავება; ** შესყიდვების შეკვეთების ფორმირება, გაგზავნა და პროცესის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება; ** მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმების კოორდინაცია საწყობის მენეჯერთან; ** მომწოდებელთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ზედნადები) სრული წესრიგი და ბუღალტერიისათვის გადაცემა; ** საავანსო და საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლი ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით; ** პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისათვის, (შესყიდვების მოცულობა, დაზოგილი თანხები, დროის ლიმიტები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2); ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული გუნდს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** პროფესიული ტრენინგებს; ** შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ; ** ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევას.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 სექტემბრამდე გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

Пожаловаться

О работодателе
აგროტექნო
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно