დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი - თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტია ცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები
- სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება;
- პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა;
- მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით;
- იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან;
- კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის);
- განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი;
- პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა;
- ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი -ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება; სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი ცოდნა და უნარები
- საქართველოს ბანკის პროდუქტები;
- მომსახურების სტანდარტები;
- ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
- დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი, 2026.