შემოსავლების ბუღალტერი
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“ აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
ძირითადი მოვალეობები: - ბანკებში განხორციელებული შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვა — - საბანკო ოპერაციების შესაბამის ვალუტაში (₾ / $ / €) პროგრამა ORIS-ში ასახვა; - კომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების გადახდების კონტროლი და მონიტორინგი; ინვოისების მომზადება და გაგზავნა; - დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაცია; - თვის დახურვისთვის საჭირო ფინანსური და სააღრიცხვო რეპორტების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით) - უცხო ენების ცოდნა - პროგრამებში : ORIS, Excel, Microsoft მუშაობის გამოცდილება - ფინანსური აღრიცხვის ცოდნა - სასტუმროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და Opera-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა - ანალიტიკური აზროვნება - გუნდური მუშაობის უნარი - დეტალებზე ორიენტირებულობა
პირობები: - სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. - სამუშაო ადგილი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა # 5, სამუშაო ფორმატი არ მოიცავს დისტანციურად/ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობას. - ხელფასი: ₾ 1500-2000 (გამოცდილების შესაბამისად). - ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოდით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://alliancepalace.selfrecruit.ge/s/DXC7