მძღოლ-დისტრიბუტორი
+15% к обычной · обычно 1,734 ₾ · 94 объявления
Опубликовано 20 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 20 дек
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო არეალი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 სთ. ანაზღაურება: 1500-2500 ლარი.
კომპანიის შესახებ:
"მარგიო" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება;
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
- ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვაში ჩართულობა;
- პროდუქციის რაოდენობის კონტროლი ჩატვირთვამდე და მომხმარებელთან ჩაბარებისას;
- პროდუქციის სწორად გადაცემა სავაჭრო ობიექტებში.
მოთხოვნები
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
გთავაზობთ
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მხარდამჭერ მენეჯმენტს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე — სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი და პოზიცია ან დაგვიკავშირდით ნომრებზე.