გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
Опубликовано 20 ноя (осталось 7 дн.) Приём откликов до 27 ноя
,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის თბილისში, რომელიც უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით ოპერირებს ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები
- არსებული კლიენტების ბაზების მართვა და რეპორტინგი;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- კლიენტების მხრიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება;
- სამეზობლო ჯგუფების მართვა და მათი დროული ინფორმირება;
- პრობლემური საკითხების ეფექტურად მართვა;
- ობიექტეზე ვიზიტები: თეთრი კარკასის ტურის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, გარემონტებული ბინების შემოწმება და ჩაბარებისთვის გამზადება;
- ბინების ჩაბარების პროცესის დაგეგმვ და მართვა (გასაღებების ჩაბარების ჩათვლით);
- იუსტიციის სახლში სარეგისტრაციო პროცესის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია, შესყიდვის რეგისტრაცია და გასაღებების გადაცემა;
- საბოლოო პროდუქტის ფორმირებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში);
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის/უძრავი ქონების მრჩევლის პოზიციაზე სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია CRM პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი დეტალები
- სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 10:00-19:00 ან 11:00-20:00.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე.
წარმატებებს გისურვებთ!