მოლარე-კონსულტანტი
პრესის გამავრცელებელი სააგენტო მერკური აცხადებს ვაკანსიას პოზოციაზე: მოლარე-კონსულტანტი, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში.
ადგილების რაოდენობა (2) ადგილმდებარეობა: ცინცაძის ქუჩა №46-ის მიმდებარედ (მოსკოვის გამზირი) სამუშაო გრაფიკი: 08:00–19:00 ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (ჯამური ანაზღაურება 1 200 ლარიდან ზევით).
მოთხოვნები
- გამოცდილება სასურველია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და კომუნიკაბელურობა.
მოვალეობები
- მომხმარებლების მომსახურება;
- სალაროსთან მუშაობა;
- გაზეთებისა და ჟურნალების რეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „ მოლარე-კონსულტანტი ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში “. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს ან/და გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ კანდიდატი ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, კომპანია უფლებამოსილია მისი რეზიუმე განიხილოს სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან მიმართებით. ამ მიზნით, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!