მონიტორინგის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით
ტაქსოპარკი "ლოტოსი" ეძებს პასუხისმგებლობიან და დაკვირვებულ თანამშრომელს, რომელიც თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილებით, გააკონტროლებს მძღოლების მუშაობას, მომსახურების სტანდარტების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში მივა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები
- ქალაქში გასვლები და მძღოლების მუშაობის ადგილზე მონიტორინგი;
- დისპეტჩერებთან კოორდინაციით მძღოლების სამუშაო გრაფიკის, ხაზზე ყოფნისა და ფაქტობრივი მუშაობის შემოწმება;
- ავტომობილების სისუფთავის, სალონის მოწესრიგებისა და მძღოლების გარეგნული იერსახის კონტროლი;
- მომსახურების წესების, მათ შორის Business კლასის ჩაცმულობისა და მგზავრთან ურთიერთობის სტანდარტების შესრულების შემოწმება;
- ავტომობილების ძარის, სალონისა და საბურავების ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება, დაზიანებებისა და პრობლემების დაფიქსირება;
- საჭიროების შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მისვლა, მძღოლის მხარდაჭერა, გარემოებებისა და დაზიანებების ფოტო/ვიდეოფიქსაცია;
- ავტოსაგზაო შემთხვევისას დისპეტჩერთან, ხელმძღვანელობასა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
- გამოვლენილი დარღვევებისა და პრობლემების შესახებ ყოველდღიური მოკლე ანგარიშის მომზადება.
მოთხოვნები
- საკუთარი, ტექნიკურად გამართული ავტომობილი;
- მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
- თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების ცოდნა;
- ავტომობილების ტექნიკურ საკითხებში საბაზისო ცოდნა;
- მობილურ აპლიკაციებთან მუშაობისა და ფოტო/ვიდეომასალის გაგზავნის უნარი;
- დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მძღოლებთან კორექტული კომუნიკაციისა და დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მოქმედების უნარი;
- დღის, საღამოსა და ღამის ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
- მსგავს პოზიციაზე ან ტაქსოპარკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
- სრული განაკვეთი — 10-საათიანი სამუშაო ცვლები;
- მონაცვლეობით დღის, საღამოსა და ღამის გასვლები;
- ზუსტი საათები და დასვენების გრაფიკი დაზუსტდება გასაუბრებაზე;
- ანაზღაურება — 2000 ლარი;
- საწვავს უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "მონიტორინგის თანამშრომელი".