Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

EJRCNEXV Опубликовано 17 ноя Просмотров: 13

თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი / RB ბანკირი - ს/ც 1

თიბისი

თიბისი

თიბისი внешнее объявление
По договорённости Перейти к исходному объявлению ↗

Опубликовано 17 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 16 дек

Страховка · в объявлении

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - ლილოს ს/ც 1 პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი მოქმედების ვადა: 30.11.2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

სამუშაოს აღწერა როგორც RB ბანკირი, შენ:

  • აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს;
  • შეისწავლი მათ საჭიროებებს და შესთავაზებ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს;
  • შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობასა და საკრედიტო რისკებს;
  • დაამუშავებ საკრედიტო განაცხადებს და მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას;
  • იზრუნებ შენს საკრედიტო პორტფელზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე;
  • გამოიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

კვალიფიკაცია ვის ვეძებთ? მოხარული ვიქნებით, თუ:

  • გაქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანი;
  • შეგიძლია ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
  • გაქვს გუნდურად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • საბანკო სექტორში, მინი/მიკრო სესხების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და მრავალფეროვან კორპორაციულ ბენეფიტებს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
  • ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებზე შეუზღუდავ წვდომას;
  • თანამედროვე, ინოვაციურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • განსაკუთრებული დიზაინისა და განახლებული კონცეფციის ფილიალებში მუშაობის შესაძლებლობას.

შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს - https://smrtr.io/CRPwT

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно