ფარმაცევტი
შპს „ჯიენჯი ფარმა“ წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აერთიანებს 11 ფილიალს
„ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ; - მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება; - დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება; - სალაროს წარმოება; - მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა; - დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი; - პროდუქციის მიღება
მოთხოვნები: - ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება; - სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი); - ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; - კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა; - სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა; - გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 700-900 ლარი + ბონუსი 200 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: rusudan.khubashvili@gng.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555922727