დისტრიბუტორი საკუთარი ავტომობილით
Опубликовано 17 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 17 дек
"დილისკარის" პურის საწარმო აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (საკუთარი ავტომობილით) პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ დისტრიბუტორს პურის საწარმოს არტიზანული ხაზის მიმართულებით.
მიმართულება: რუსთავი-თბილისი (მოქმედი ქსელი + გაფართოება)
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 08:00-დან 16:00 საათამდე (სამუშაო საათები სრულდება მარშრუტის ჩაბარებისთანავე).
- ანაზღაურება და ბენეფიტები:
- საშუალო თვიური შემოსავალი: 1, 800 - 2, 000 ლარი (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი ყოველი გაყიდული პროდუქციიდან);
- ავტომობილის ხარჯები: საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯი ანაზღაურდება კომპანიის მიერ
მოვალეობები
- კომპანიის მიერ გადაცემული მოქმედი ობიექტების (საშაურმეები, რესტორნები, ქსელური მარკეტები) სტაბილური მომარაგება რუსთავის საწარმოდან;
- არსებულ მარშრუტზე ახალი სავაჭრო წერტილების ათვისება და ქსელის გაფართოება.
მოთხოვნები
- საკუთარი ავტომობილი (სადისტრიბუციოდ ვარგისი) და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- HoReCa სექტორთან ან რითეილთან (საშაურმეები, რესტორნები, მარკეტები) მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: 555 26 37 66
ფეისბუკი: https://www.facebook.com/diliskari