ბუღალტერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
"ფორმაქსი" ჯი თი სი ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ინვენტარის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს ამიერკავკასიაში. კომპანია სპეციალიზდება კედლისა და გადახურვის საყალიბე სისტემებისა და მათი აქსესუარების წარმოებაში, ევროპული სტანდარტების დაცვით, რაც "ფორმაქსს" მშენებლობის საიმედო პარტნიორად აქცევს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, სისწორის შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ამონაწერების შედარება საბუღალტრო მონაცემებთან;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და ურთიერთშედარება;
- ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების აღრიცხვა;
- სასაწყობო და საწარმოო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და გამოვლენილი სხვაობების აღრიცხვაში ასახვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა;
- დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაანგარიშებაში ჩართულობა;
- ყოველთვიური საბუღალტრო დახურვისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
- მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და მონაცემების მომზადება;
- შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში / ეკონომიკაში;
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია წარმოების მიმართულებით);
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება).
პიროვნული უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა და ვადების დაცვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ნახუცრიშვილის N18 (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია);
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი, შესვენება 13:00-14:00.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბუღალტერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.