სამედიცინო წარმომადგენელი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისსა და რეგიონებში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.
კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდი ანაზღაურებით პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან ვიზიტების განხორციელება კომპანიის პროდუქციის წარდგენის მიზნით; ** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ** შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო განხრას); ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** კარგი წარდგენის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შედეგებზე ორიენტაცია;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nppharmgeo@gmail.com და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული გასაუბრებაზე. ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.