მიმტანი
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია მიმტანის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; - სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; - მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; - საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; - სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები: - სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში; - განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; - გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული;
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!