შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
Опубликовано 18 ноя (осталось 22 дн.) Приём откликов до 10 дек
შპს "ეიჩეს კონსალტინგი" არის კომპანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
ძირითადი მოვალეობები
- შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
- ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
- დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი;
- ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
- რეპორტინგის წარმოება.
განათლება, უნარები, დამატებითი ცოდნა & თვისებები:
- უმაღლესი აკადემიური განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა;
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა;
- სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სავალდებულოა ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება და რეგიონი, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!