Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

H6FYXZR3 Опубликовано 16 ноя Просмотров: 3

ოჯახის ექიმი

გლობალ ორთოპედი внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 16 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 15 дек

მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მოწინავე ქართულ და თურქულ სამედიცინო გამოცდილებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პაციენტებზე ზრუნვა, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება, ასევე კომფორტული და პროფესიული გარემოს შექმნა როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. თუ ხართ კვალიფიციური, პასუხისმგებლიანი და პაციენტზე ორიენტირებული სპეციალისტი, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები

  • პაციენტების პირველადი ამბულატორიული მიღება, გამოკვლევა და კონსულტირება;
  • დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმვა;
  • პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • ქრონიკული დაავადებების მართვა და დინამიკური მეთვალყურეობა;
  • პროფილაქტიკური გამოკვლევების პროცესში მონაწილეობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება;
  • კლინიკის შიდა სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ოჯახის მედიცინის მიმართულებით;
  • სპეციალობით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მოზრდილთა და ბავშვთა პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გამოცდილება;
  • კლინიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რუსული და/ან თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ქართულთან ერთად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო კოლექტივს;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ: „ოჯახის ექიმი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно