8127 активных вакансий
← Все вакансии

HEPH3G96 Опубликовано 26 авг 3 просмотров

საწარმოს ოსტატი

საწარმო ფიბრობეტი via hr.ge
Тбилиси Стажировка Другое
По договорённости Приём откликов до

საწარმო ფიბრობეტი აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ოსტატის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს მზარდ და მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, პირდაპირ დამსაქმებლისგან. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, გვეზრდება წარმადობა და გვესაჭიროება სხვადასხვა კატეგორიის ოსტატები. ჩვენ ვაწარმოებთ მინაბოჭკოვანი ბეტონისგან (ფიბრობეტონისგან) ფასადის, ინტერიერისა და ექსტერიერის ფილებს, კიბეებს, ავეჯს, საყვავილეებს, ნიჟარებს, საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაკეთობებს და სხვა. თუ გსურთ გქონდეთ მუდმივი სამუშაო, სტაბილური ანაზღაურება, განვითარების პერსპექტივა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფიბრობეტ“-ში!

რას გთავაზობთ: ხელფასი: 70-დან 130 ლარამდე დღიურად (კვალიფიკაციის მიხედვით).

სტაჟირება და ანაზღაურების გადახედვა პირველივე კვირას: სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო – საწყისი, მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 70 ლარს დღეში. თუმცა, დასაქმებიდან პირველივე 1 კვირის განმავლობაში (გამოსაცდელ პერიოდში) მოხდება თქვენი უნარების შეფასება. თუ გამოჩნდება, რომ არ ხართ უბრალოდ დამხმარე მუშა და შეგიძლიათ დანადგარებთან მუშაობა, ფლობთ შედუღებას (სვარკას) ან სხვა ტექნიკურ ინსტრუმენტებს, დაუყოვნებლივ მოგენიჭებათ შესაბამისი კატეგორიის ოსტატის სტატუსი და ხელფასი პირველივე თვიდან შესაბამისად განგესაზღვრებათ ! ტრენინგი და კარიერული ზრდა: საწარმოში მოქმედებს ყოველთვიური ატესტაციის სისტემა. შეძენილი კვალიფიკაციის პროპორციულად, თქვენი ანაზღაურება მუდმივად გაიზრდება. სამუშაო პირობების ინდივიდუალური შერჩევა თითოეული კანდიდატისთვის. ხელფასის ყოველთვის დროული გადახდა და პრემიალური ბონუსები. უფასო კვება საწარმოს ტერიტორიაზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე fibrobethr@gmail.com. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ორშაბათი-შაბათი 12:00-18:00 საათამდე შემდეგ ნომერზე +995 551 171 195.

Facebook : ფიბრობეტ/Fibrobet საწარმოს მისამართი : ზურაბ იარაჯულის I ჩიხი , N 24/26 (მოსკოვის გამზირის ბოლოში).

Пожаловаться

О работодателе
საწარმო ფიბრობეტი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно