შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 3125 ლარი დარიცხული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის კორექტირება საჭიროების შესაბამისად და გეგმაში ცვლილებების ასახვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ** სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); ** ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული შესყიდვების წარმართვა; ** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში დროულად ატვირთვა და ვადების მონიტორინგი; ** ბაზრის კვლევების ჩატარება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დაცვით; ** ხელმძღვანელის დავალებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების მომზადება; ** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; ** ინფორმაციის შეგროვების უნარი; ** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 15 სექტემბერი.