ელექტრო-მექანიკოსი
+25% к обычной · обычно 2,006 ₾ · 32 объявления
Опубликовано 17 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 16 дек
შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
ძირითადი მოვალეობები
- ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა;
- მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა;
- ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი;
- მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
- ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია.
სასურველი უნარები
- ელექტრო შედუღების ცოდნა;
- სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
- დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე / გიორგი