კაფეტერიის მზარეული
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.
"ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კაფეტერიის მენიუთი გათვალისწინებული კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით; ** კერძების დროული მომზადება, გაფორმება და გაცემისთვის მომზადება; ** პროდუქციის გემოს, ხარისხის, ვიზუალური მხარისა და პორციების კონტროლი; ** ნედლეულის მიღება, ვარგისიანობის შემოწმება და სწორად შენახვა; ** მარაგების კონტროლში მონაწილეობა და პროდუქციის რაციონალურად გამოყენება; ** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძირითადი კულინარიული ტექნიკებისა და კერძების მომზადების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** დატვირთულ გარემოში სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად; ** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება; ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ხელზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** კვებით უზრუნველყოფა; ** ტრანსპორტირება თბილისიდან; ** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mosavaligroup.com. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "კაფეტერიის მზარეული".
პერსონალური მონაცემების დაცვა:
კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.