8005 активных вакансий
← Все вакансии

JZWPF3ZN Опубликовано 25 авг 2 просмотров

რესტორნის დიასახლისი

სასტუმრო კომპლექსი კრუიზი via hr.ge
Тбилиси Полная занятость Клининг
По договорённости Приём откликов до

„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

„კომპლექსი კრუიზი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის დიასახლისის პოზიციაზე.

მისამართი: ბელიაშვილის 81 დღიური ანაზღაურება: 70 ლარი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა

ძირითადი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და დაცვა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: - რესტორნის დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება; - მაგიდების, სკამების და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა; - ღონისძიებებისა და სტუმრების მიღებამდე დარბაზის მომზადება; - გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის დროული შეგროვება და შესაბამის ადგილზე გადატანა; - ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა დარბაზის მოწესრიგების პროცესში.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - მეგობრულ გუნდს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Пожаловаться

О работодателе
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно