8421 активных вакансий
← Все вакансии

KSVJEMM2 Опубликовано 27 авг 2 просмотров

UX/UI დიზაინერი

One Point via jobs.ge
Тбилиси Полная занятость IT / программирование
По договорённости Приём откликов до

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას UX/UI დიზაინერის პოზიციაზე (პროექტული თანამშრომლობა). ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს მომხმარებელზე ორიენტირებული ვებაპლიკაციის დიზაინზე სამუშაოდ.

პროექტი წარმოადგენს Mobile First პრინციპზე დაფუძნებულ ვებაპლიკაციას, რომელიც მოიცავს მომხმარებლის რამდენიმე ძირითად გზას: ძიებას, კალათის მართვას, შეკვეთის გაფორმებასა და გადახდას, შეკვეთების მართვასა და სტატუსების თვალყურის დევნებას, ავტორიზაციასა და მხარდაჭერას.

რას ველით კანდიდატისგან:

** ვებაპლიკაციებისა და ციფრული პროდუქტების დიზაინის გამოცდილება ** ძლიერი UX აზროვნება და მრავალსაფეხურიანი პროცესების მარტივად და ინტუიციურად დაგეგმვის უნარი ** Mobile First და Responsive დიზაინის გამოცდილება ** E-commerce, Marketplace, Ordering ან სხვა ტრანზაქციულ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სხვადასხვა მომხმარებლის სცენარის (User Flow), მდგომარეობისა (State) და გამონაკლისი შემთხვევის (Edge Case) გააზრებისა და დიზაინში ასახვის უნარი ** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** დეველოპერისთვის გამართული და სტრუქტურირებული დიზაინ-ფაილების მომზადების გამოცდილება ** პროექტზე შედარებით მოკლე ვადებში მუშაობის შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში მოსამზადებელია: მობილური ვერსიის Wireframe-ები; Desktop-ის რესპონსიული ვერსია; მაღალი დეტალიზაციის UI დიზაინი (High-Fidelity UI); მომხმარებლის ძირითადი სცენარები (User Flows); კომპონენტები და მათი ვარიანტები (Components / Variants); ძირითადი მდგომარეობები - Empty, Loading, Error და Transaction States; ინტერაქტიული პროტოტიპი (Clickable Prototype).

თანამშრომლობა არის პროექტული, შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობით. პროექტის დეტალური ტექნიკური დავალება შერჩეულ კანდიდატებს გაეზიარებათ NDA-ს გაფორმების შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ პორტფოლიო და პროექტზე მუშაობის დაწყების შესაძლო თარიღი ელფოსტაზე: hr@onepoint.ge

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

Пожаловаться

О работодателе
One Point
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно