8027 активных вакансий
← Все вакансии

MAGS9WBV Опубликовано 26 авг 3 просмотров

გერმანული ენის მასწავლებელი

ინგლისური ენის ცენტრი ELC via jobs.ge
Тбилиси Стажировка Образование
По договорённости Приём откликов до

საგანმანათლებლო ცენტრი "ELC", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს, მომხმარებელს ინგლისური და სხვა უცხო ენების შესწავლას, პროფესიულ კურსებსა და ტრენინგებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

"ELC" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 1 თვე ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს ** კომფორტულ სამუშაო გარემოს ** მორგებულ გრაფიკს: სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. ** ანაზღაურება: შეთანხმებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, თინა იოსებიძის #53.

მოვალეობების აღწერა:

** გერმანული ენის და ლიტერატურის სწავლება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ** სასწავლო აკადემიური წლის დაგეგმვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება ** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა სტუდენტებისთვის ** სასწავლო პროგრამის სწორად შერჩევის უნარი ** ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება ** სტუდენტების მონიტორინგი და ურთიერთობა მშობლებთან ** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ** პერიოდული პრეზენტაციების ჩატარება

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** ბავშვებთან სწავლების და ურთიერთობის მაღალი გამოცდილება ** უმაღლესი ფილოლოგიური განათლება გერმანული ენის და ლიტერატურის დარგში ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ** დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი ** კომუნიკაბელური, პოზიტიური, კრეატიული და აქტიური ** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა - PowerPoint, Internet, MS Word, Excel. ** უპირატესობად ჩაითვლება ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.elc.center@gmail.com

მადლობა და გისურვებთ წარმატებას!

Пожаловаться

О работодателе
ინგლისური ენის ცენტრი ELC
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно