მოლარე-ოპერატორი
Опубликовано 16 ноя (осталось 9 дн.) Приём откликов до 25 ноя
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.
კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე. დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132
ფუნქცია-მოვალეობები
- ავტონაწილის ბაზაში გადამოწმება;
- ავტონაწილის მდგომარეობის შემოწმება მომხმარებლის თანდასწრებით;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 სამუშაო დღე
- სამუშაო დრო: 9 საათი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 – 19:00
- შაბათს ან კვირას: 11:00 – 17:00
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ: „მოლარე-ოპერატორი“
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!