Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

N3DPNJJ0 Опубликовано 19 ноя Просмотров: 3

ინდივიდუალური ასისტენტი

თვითობა 2025 внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 19 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 19 дек

ა (ა)იპ "თვითობა 2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" ინდივიდუალური ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

ა (ა)იპ "თვითობა 2025 " წარმოადგენს სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას. ის ახორციელებს არაკომერციულ, არამომგებიან საქმიანობას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის.

ასისტენტის - მომავალი ქცევის თერაპევტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • 7-დან 18 წლამდე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" მულტიდისციპლინარული გუნდის - ქცევის კონსულტანტის, პროგრამის მენეჯერის და
  • შემთხვევის მართვის მენეჯერის - პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინება და ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილი აქტივობების განხორციელება.
  • ბავშვის მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნული, კომუნიკაციური და ფუნქციური უნარების გამომუშავებაში;
  • ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე განმავითარებელი აქტივობების განხორციელება;
  • სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
  • პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

ორგანიზაცია გთავაზობთ კონკურენტულ საათობრივ ანაზღაურებას:

  • სამუშაო დღეებში ერთი საათი 9 ლარი, შაბათ-კვირას 10 ლარი (ხელზე ასაღები)
  • ორგანიზაცია იზრუნებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე და თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გავლის გზით.
  • კანდიდატის კვალიფიკაცია:

სასურველია, კანდიდატი იყოს მოტივირებული პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ჰქონდეს შშმ/სსმ ბავშვთა/პირთა სფეროში მუშაობის გამოცდილება და აღნიშნული დარგის სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევები.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები: შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

ა) ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა ბ) გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 19 დეკემბერი.

გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599/113358, 597/202212.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно