პრისელერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის წარდგენას და რეალიზაციის ხელშეწყობას თბილისის ტერიტორიაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის პროდუქციის წარდგენა და შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
- გაყიდვების ზრდისა და დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- ახალი სავაჭრო ობიექტებისა და პარტნიორების მოძიება;
- ბაზრის შესწავლა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- თბილისის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე მუდმივი ვიზიტი და თაროებზე პროდუქციის არსებობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელი პირობა.
- საკუთარი ეკონომიური მსუბუქი ავტომობილის ფლობა - აუცილებელი პირობა.
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- სავაჭრო ობიექტებთან დავალიანებების კონტროლი.
- გამართული მეტყველება, ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
პიროვნული თვისებები
- კეთილსინდისიერება
- შრომისმოყვარეობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- პუნქტუალურობა
ანაზღაურება
- ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით / ბონუსი შედეგიდან (%)
- საწვავის ხარჯს დაფარავს კომპანია
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი".