7962 активных вакансий
← Все вакансии

Q1V1GXJD Опубликовано 25 авг 2 просмотров

ავტოექსპერტი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი via hr.ge
Тбилиси Полная занятость Продажи
По договорённости Приём откликов до

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოექსპერტის თანამდებობაზე. სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: - კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება; - ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა; - სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებთან შეთანხმება; - მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: - მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) ჩაითვლება უპირატესობად; - ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა; - ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; - სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HyFyew4c დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

Пожаловаться

О работодателе
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно