შეფ დე პარტიე
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
მზად ხარ, ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ — საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს, შეფ დე პარტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ
- სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
- მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- ორჯერად კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- ღირსეულ სამუშაო პირობებს;
- სხვადასხვა სახალისო აქტივობას და წამახალისებელ პროექტებს;
- უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე.
რას ველით შენგან
- ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
- სასტუმროს სფეროში მზარეულად ან მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილებას;
- პასუხისმგებელი იყოს მის ცვლაში სტიუარდინგისა და სამზარეულოს ზონების სისუფთავეზე, თუ მენეჯერი არ იმყოფება ადგილზე;
- მოამზადოს მენიუ, ცხელი/ცივი კერძები და თვალი ადევნოს მათი მომზადების პროცესს;
- დარწმუნდეს, რომ ყველა სამუშაო ზონა სამზარეულოში მზადაა, რათა ეფექტურად, საჭირო სტანდარტების დაცვით, მათ შორის HACCP სტანდარტებით, ოპერირებდეს;
- ვიზუალურად შეამოწმოს წარმოებული საკვების ხარისხი, პირადად მიაწოდოს სტუმრებს შეკვეთების ნაწილი და მოითხოვოს შეფასება;
- დაეხმაროს შეფს სამზარეულოსა და მიმდებარე ზონების სანიტარული პირობების სისუფთავისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფაში;
- დარწმუნდეს, რომ გუნდის ყველა წევრი იაზრებს მათ მიზანს და სრულად აქვს ყველა საჭირო ნივთი და ცოდნა იმისათვის, რომ მოამზადოს მაღალი ხარისხის კერძები;
- სამუშაო დღის დაწყებამდე გამართოს შეხვედრები გუნდის წევრებთან და გააზიაროს ცოდნა;
- მხარი დაუჭიროს კვების ოპერაციების მენეჯერს კვებისა და სამზარეულოს ჰიგიენის დაცვაში, მენიუს დაგეგმვასა და შეთავაზებაში.
ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით.
მადლობა დაინტერესებისთვის, შეხვედრამდე!