პურის ცხობის სპეციალისტი
Опубликовано 17 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 17 дек
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას პურის ცხობის სპეციალისტის პოზიციაზე!
კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა N43.
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ძირითადი მოვალეობები
- ცომის დამუშავება და სხვადასხვა ცომეული პროდუქციის მომზადება (სენდვიჩისა და ტოსტის პურის ცხობა);
- ტექნოლოგიური პროცესის და არსებული კალკულაციების სრული სიზუსტით დაცვა;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პურის ცხობის პროფესიული ცოდნა და გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- დიდ და თანამედროვე საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პურის ცხობის სპეციალისტი".
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.