ჰოლდინგის ფინანსებისა და სტრატეგიის მთავარი ოფიცერი
Опубликовано 19 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 19 дек
"Calora Group" და "Episode Food Holding" აცხადებენ ვაკანსიას მაღალი მმართველობითი პოზიციისთვის - ჰოლდინგის ფინანსებისა და სტრატეგიის მთავარი ოფიცერი.
ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ და სტრატეგიულ ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს ჰოლდინგის ფინანსურ დეპარტამენტს, მათ შორის მოქმედ ფინანსურ დირექტორს, და პასუხისმგებელი იქნება ჯგუფში შემავალი ბიზნესების ფინანსურ მდგრადობასა და სტრატეგიულ განვითარებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების ბიზნესსტრატეგიების შემუშავება და განხორციელების კონტროლი;
- ახალი ბიზნესპროექტების დაგეგმვა, ფინანსური შეფასება და განვითარების სტრატეგიების მომზადება;
- წლიური ბიუჯეტების, ფინანსური გეგმებისა და Cash Flow-ის მართვა;
- ფინანსური, საოპერაციო და სტრატეგიული რისკების შეფასება და კრიზისული მართვის გეგმების შემუშავება;
- ფინანსური დეპარტამენტისა და მოქმედი ფინანსური დირექტორის ხელმძღვანელობა;
- ბანკებთან მოლაპარაკებები, დაფინანსების მოზიდვა და ფინანსური ვალდებულებების მართვა;
- თითოეული ბიზნესის მომგებიანობის ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება;
- სახელფასო და ბონუსური სისტემების ფინანსური დაგეგმვა;
- ჰოლდინგის დირექტორისთვის ფინანსური და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- HoReCa სექტორში ფინანსური მართვის გამოცდილება - სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესის ფინანსური მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა;
- საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება - კომერციულ ბანკში ფინანსური ანალიზის, დაკრედიტების, რისკების მართვის ან შესაბამისი მიმართულებით;
- ბუღალტრული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება - აღრიცხვის, ანგარიშგებისა და საგადასახადო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
- ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ბიუჯეტირების, Cash Flow-ისა და ფინანსური კონტროლის მიმართულებით;
- ფინანსური გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ბიზნესსტრატეგიების, ახალი პროექტების ფინანსური მოდელებისა და რისკების მართვის გეგმების შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- შესაბამისი უმაღლესი განათლება და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.
მნიშვნელოვანი პირობა:
ყველა ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მოთხოვნა სავალდებულოა.
თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მისი განაცხადი ავტომატურად გამოირიცხება შერჩევის პროცესიდან და აღარ განიხილება.
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს.
განაცხადის გამოგზავნა
სათაური: Chief Financial & Strategy Officer (CFSO)
CV-ში მკაფიოდ უნდა ჩანდეს თითოეული სავალდებულო მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.