ბიზნეს სესხების ექსპერტი
კომპანია „ევროკრედიტ +“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის მოზიდვა; - პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები; - მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება; - ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება; - სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; - სესხის გაცემის პროცესის მართვა; - პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა; - პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით; - საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - ენერგიული, აქტიური; - ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; - გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ywcyilce