8155 активных вакансий
← Все вакансии

TC78S68Z Опубликовано 26 авг 4 просмотров

კურიერი კომპანიის მსუბუქი ავტომობილით

ზუმერი via jobs.ge
Батуми Полная занятость Логистика / водители
По договорённости Приём откликов до

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - კურიერი კომპანიის მსუბუქი ავტომობილით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (კვირა და ორშაბათი დასვენება), სამუშაო საათები - 09:00 - 18:00-მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქ. ბათუმის მასშტაბით საკურიერო მომსახურების გაწევა; ** დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთის ადრესატამდე მიტანა და გადაცემა; ** ფილიალების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად; ** დანიშნულების წერტილამდე ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება; ** ავტომობილის მოვლა და გეგმური სერვისების გატარება საჭიროებიდან გამომდინარე; ** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა); ** აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება; ** ბათუმის ქუჩებისა და უბნების ცოდნა; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული; ** პუნქტუალური; ** დისციპლინირებული; ** ენერგიული; ** კეთილსინდისიერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/6SmEOr4Ctf

Пожаловаться

О работодателе
ზუმერი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно