გაყიდვების მენეჯერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
"RPM" - პრემიუმ ავტოპროდუქტებისა და ავტომობილის მოვლის კომპანია - ეძებს გაყიდვების მენეჯერს ამბიციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდისთვის ბათუმში.
თუ გიყვარს კომუნიკაცია, გაყიდვები და გინდა გახდე ძლიერი პროფესიონალი ავტოსფეროში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ჩვენი მიმართულებები მოიცავს:
ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს, ანტიფრიზებს, ფილტრებს, ავტოქიმიას, ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და სხვა პრემიუმ ავტოპროდუქტებს.
"RPM"-ში შენ უბრალოდ სამსახურს არ იწყებ - აქ იძენ პროფესიას და გამოცდილებას, რომელიც ავტოსფეროში კონკურენტულ უპირატესობას გაძლევს.
ჩვენთან მიღებული ცოდნა, პრაქტიკა და გაყიდვების გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდე ძლიერ, მოთხოვნად და უკონკურენტო კადრად ავტოსფეროში - ადამიანად, რომელსაც ენდობიან, აფასებენ და რომლის შედეგებიც თვალსაჩინოა.
რას გააკეთებ
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
- ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი;
- გაყიდვების შედეგებზე მუშაობა და განვითარება.
რას გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
- პროფესიულ განვითარებას და მუდმივ სწავლებას;
- პრაქტიკულ გამოცდილებას;
- თანამედროვე და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- გამოცდილ გუნდს და ყოველდღიურ მხარდაჭერას.
რას ველოდებით
- კომუნიკაბელურობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- შედეგზე ორიენტირებულობას;
- სწავლისა და განვითარების სურვილს;
- გაყიდვების გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.
თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შენი განვითარება რეალური პრიორიტეტია - შემოუერთდი "RPM"-ის გუნდს.
გამოგვიგზავნე CV / დაგვიკავშირდი ან დაგვიკავშირდით ნომერზე