Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

TNKDH3VJ Опубликовано 20 ноя Просмотров: 24

სტაჟირება იურიდიულ განყოფილებაში

По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 20 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 20 дек

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ განყოფილებაში.

მდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები

  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში დახმარება;
  • საკანონმდებლო ბაზის მოძიება და სამართლებრივი საკითხების კვლევა;
  • სხვადასხვა ტიპის განცხადებების, წერილებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • იურისტების ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საქართველოს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

ჩვენ გთავაზობთ

  • პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ჰოლდინგური ტიპის კომპანიაში;
  • პროფესიონალ იურისტებთან მუშაობასა და ცოდნის გაღრმავებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და საქმიან სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება იურიდიულ განყოფილებაში"

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно