Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

TPR71XNY Опубликовано 16 ноя Просмотров: 3

გაყიდვების წარმომადგენელი

პურატოს საქართველო внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек

"პურატოს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

შპს "პურატოს საქართველო" არის საერთაშორისო კომპანია "პურატოს ჯგუფის" ქართული წარმომადგენლობა, რომელიც საკონდიტრო, საცხობი და შოკოლადის ინგრედიენტებსა და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს სფეროში არსებულ კომპანიებს.

კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციებსა და პარტნიორობის განვითარებაზე, თანამშრომლობს პროფესიონალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს.

მისია

მინიჭებულ სეგმენტსა და ტერიტორიაზე გაყიდვების შენარჩუნება და განვითარება, კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად. ახალი პროდუქტებისა და კონცეფციების წარდგენა არსებული და ახალი კლიენტებისთვის, ბიზნესის განვითარების მიზნით.

ძირითადი ამოცანები

  • კლიენტთა ბაზის მართვა, განვითარება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და შიდა გუნდებთან კოორდინაცია.
  • ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • კლიენტებთან ურთიერთობების გაძლიერება და პროდუქტების პრეზენტაცია.
  • ვიზიტების დაგეგმვა, შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
  • დავალიანებების კონტროლი და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრატეგიული აზროვნების უნარი
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

კომპანია გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, მასტერკლასები);
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, რაც მოიცავს ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალებში
  • ავტომანქანა და საწვავი სამსახურეობრივი საქმისთვის
  • დაზღვევა

სამუშაო პირობები

  • ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
  • ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი. ვ. დოლიძის ქ.42

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно