← Все вакансии

TYA7FW8Q Опубликовано 18 ноя Просмотров: 3

დაცვის თანამშრომელი

ინვეტ ფიდი внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 18 ноя (осталось 21 дн.) Приём откликов до 9 дек

ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ - 24 საათიანი სამუშაო ცვლა ცვლის ანაზღაურება: 130 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (ტრანსპორტირებას კომპანია არ უზრუნველყოფს) კვება: ორჯერადი კვება

ძირითადი მოვალეობები

  • საწარმოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • საწარმოს ტერიტორიის კონტროლი/შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება;
  • საწარმოში არსებული ქონების დაცვა;
  • ვიზიტორთა კონტროლი/აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • სასურველია სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურება.

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 09 დეკემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно