მკერავი
კომპანია „უნიფორმა და უსაფრთხოება“, რომელიც სპეციალიზებულია სამუშაო და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლის წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1,200 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) ვაკანტური ადგილები: 10
ძირითადი მოვალეობები
- სამუშაო და სპეციალური ტანსაცმლის შეკერვა;
- სამკერვალო დანადგარებთან მუშაობა;
- პროდუქციის ხარისხისა და დადგენილი სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამკერვალო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სამკერვალო დანადგარების ცოდნა;
- სასურველია ტანსაცმლის დამოუკიდებლად, თავიდან ბოლომდე შეკერვის უნარი;
- განიხილებიან როგორც ბრიგადული მუშაობის გამოცდილების მქონე, ასევე ინდივიდუალურად მომუშავე მკერავები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- ანაზღაურებას 1,200 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
- მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ან გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.