Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

VVQM5TBY Опубликовано 17 ноя Просмотров: 2

უსაფრთხოების თანამშრომელი

აბანოთუბანი გრუფი внешнее объявление
₾1500–2000 / мес Войти и откликнуться

Опубликовано 17 ноя (осталось 14 дн.) Приём откликов до 1 дек

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 14 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები

  • აბანოთუბანი ჯგუფის ობიექტების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ობიექტის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე;
  • მატერიალური ქონების დაცვა;
  • პარკირების ზონების მონიტორინგი და უსაფრთხოების ზომების დაცვა;
  • უშუალო უფროსის დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია,
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა,
  • პასუხისმგებლობა,
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ

  • მზარდი ანაზღაურება,
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

შპს "ჭრელი აბანო" (ს/ნ: 204543299; შემდგომ - კომპანია) პატივს სცემს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ამდენად, იღებს ვალდებულებას, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით.

კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, გაცნობებთ, რომ განაცხადის შევსებისას თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებას ექვემდებარება თქვენ მიერ მოწოდებული და შერჩევის პროცესში მიღებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, შესაძლოა იყოს: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, რეზიუმე (CV), განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, გასაუბრების შედეგები/შეფასებები და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად), "ი" (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად) და "კ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად) ქვეპუნქტები.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს კომპანია შეინახავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის პროცესის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა აუცილებელია კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის, განხორციელების, დაცვის ან/და სამართლებრივი დავის წარმოების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მონაცემები შეინახება მხოლოდ შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესის არსებობისა და მისი რეალიზებისთვის აუცილებელი ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად და იღებს სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემათ მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება, მონაცემთა დამუშავების, შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება, მონაცემთა დაბლოკვის უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება, გასაჩივრების უფლება) გარანტირებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно