7962 активных вакансий
← Все вакансии

W6E5439W Опубликовано 25 авг 2 просмотров

სოციალური პედაგოგი

დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია via jobs.ge
Тбилиси Стажировка Образование
₾1500 / мес Приём откликов до

ორგანიზაცია - ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია", თბილისში, სოციალურ პედაგოგიური ცენტრში "კომპასი" - აცხადებს სოციალური პედაგოგის ვაკანსიას

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი; ** მოზარდებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); ** ტრენინგების/შეხვედრების ჩატარების გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელური; ** გამართულად მეტყველების უნარი; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** კრეატიული, ხელმარჯვე, ენერგიული; ** სიახლეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

ფუნქციები:

** სოციალურ-პედაგოგიური სერვისის დაგეგმვა და მიწოდება ცენტრის ბენეფიციარებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის; ** ცენტრის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; ** გუნდის წევრებთან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა; ** ანგარიშების წერა;

ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შევსებული ქართულ ენაზე (რეკომენდატორების მითითებით); ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: theakacharava@dcfg.ge. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებები მიიღება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით; კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას "თემა"-ში (subject) მიუთითოს: "კონკურსი - სოციალური პედაგოგი - სახელი და გვარი" (ქართული შრიფტით).

სოციალური პედაგოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

** კანდიდატების მიერ წარდგენილი რეზიუმეების გადარჩევა; ** კანდიდატის შეფასება მოხდება 2 ეტაპად. I - გასაუბრება; პრაქტიკული დავალების შესრულება; II - სტაჟირება - 3 კვირა;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Пожаловаться

О работодателе
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно