სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი
"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას 퐂퐢퐭퐲 퐒퐩퐨퐫퐭 - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა 퐄퐀ퟕ 퐄퐦퐩퐨퐫퐢퐨 퐀퐫퐦퐚퐧퐢, 퐂퐨퐥퐦퐚퐫, 퐏퐞퐚퐤 퐒퐩퐨퐫퐭 და 퐈퐜퐞퐩퐞퐚퐤.
კომპანია წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - WWW.PARADISI.GE
„პარადისი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე:
ფუნქციები და მოვალეობები: - კვირის ჭრილში სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირება/გადაადგილება - დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა; - სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით; - სატრანსპორტო საშუალების მოვლა/პატრონობა, მათ შორის ჰიგიენური წესების დაცვა; - კომპანიის სასაწყობე მარაგების სრული კონტროლისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა; - საწყობის ნაშთების კონტროლი, მათ შორის შესაბამისი რეპორტის წარმოება და წარმოდგენა საჭიროების შემთხვევაში; - საწყობის ნაშთების კონტროლი და შესაძლო დეფიციტების დროული იდენტიფიცირება; - პასუხისმგებელია საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხო შენახვაზე, წესრიგზე, სისუფთავესა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - მართვის მოწმობა (B კატეგორია - აუცილებელია) - კომუნიკაბელურობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - კონკურენტული ანაზღაურება; - კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; - ჯანსაღი სამუშაო გარემო; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - პოზიციაზე გამოყოფილია ავტომობილი სრული დაზღვევით და საწვავის ანაზღაურება;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი “ / დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.