7962 активных вакансий
← Все вакансии

X1R0XABR Опубликовано 25 авг 1 просмотров

დამწყები აუდიტორი

აუდიტორული კომპანია TaxInfo via hr.ge
Тбилиси Полная занятость Финансы / бухгалтерия
₾2000–2500 / мес Приём откликов до

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; - საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): - ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; - საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; - Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა); - ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; - ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა); - ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა); - რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).

მოვალეობები: - ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; - საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; - მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; - საუკეთესო სამუშაო პირობებს; - უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: - ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია. - სამუშაოს ტიპი: სრული; - სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე) - სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, - 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); - სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

შერჩევის პროცედურა: - 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; - 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; - 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

Пожаловаться

О работодателе
აუდიტორული კომპანია TaxInfo
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно