CM ინჟინერი, ქსელის მართვის ინჟინერი
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. CM (Corrective Maintenance) Engineer
რადიო ქსელის სარემონტო გამოსასწორებელი სამუშაოების ინჟინერი შემდეგ რეგიონებსა და ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ხაშურსა და ახალციხეში. ასევე სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში.
სამუშაოს აღწერილობა
მობილური რადიო სარელეო საბაზო სადგურების მომსახურება
საბაზო სადგურების დაზიანებების ადგილზე აღმოფხვრა და რეპორტინგი.
ვალდებულებები და მოთხოვნები
** სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ოფის გარეთ მუშაობის უნარი, მუშაობის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით დაგეგმილი სამუშაოების ეფექტური ქმედება; ** დაგეგმილი და დაუგეგმავი სამუშაოების დროული შესრულება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და რეპორტინგი; ** GSM UMTS LTE სფეროში მუშაობის გამოცდილება, Micro wave/BTS მოწყობილობების გამოცდილება/ცოდნა; ** ელექტრობის ზოგადი ცოდნა/გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის ქონა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების და გუნდური მუშაობის უნარი; ** ქსელში ინტეგრირებული ახალი რადიო საბაზო სადგურების მიღება-ჩაბარების პროცედურების უზრუნველყოფა; ** სასურველია პირად საკუთრებაში მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყოლა.
2. ქსელის მართვის ინჟინერი ქ. თბილისში
სამუშაოს აღწერილობა:
** სპეციალურ პროგრამაში დაზიანების დაფიქსირებისთანავე შესაბამისი ინჟინრის ინფორმირება, სწორი მიმართულების მიცემა და სამუშაოს შესრულების ვადის კონტროლი; ** ტელეფონზე/მეილზე დაფიქსირებული დაზიანების/ინფორმაციის მიმართულების კონტროლი; ** დაზიანების მიზეზის დადგენა და აღნიშნულის დაფიქსირება პროგრამაში; ** შესრულებული გეგმური სამუშაოების აღრიცხვა შესაბამის პროგრამებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან / და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი; ** დისციპლინირებულობა / პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის კულტურა; ** კომუნიკაბელურობა; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
რეზიუმე გამოგზავნეთ მისამართზე: ngudushauri@finex.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი 2026 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!