← Все вакансии

YY42DD1C Опубликовано 20 ноя Просмотров: 18

კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი

კრიალა внешнее объявление
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 20 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 20 дек

პალიტრა ჰოლდინგია შვილობილი კომპანია - ჰიგიენური ქაღალდის საწარმო "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მოთხოვნები

  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილების მქონე კანდიდატებს ჰორეკას მიმართულებით;

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
  • ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
  • შეკვეთის მიღება, საწყობში და ლოჯისტიკურ ცენტრში მისი გადამისამართება და პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი, სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
  • დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული თვისებები

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ; ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა 50ბ.

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно